რა არის QR HOST

QRHost არის 100%-ით ქართული კომპანია, რომელმაც შექმნა თანამედროვე ვებ-პლატფორმა, სწრაფი და მარტივი ინტერფეისით, იგი გაძლევთ მეტი პერსპექტივის საშუალებას, დაგიზოგავთ დროს, ფინანსებსა და ადამიანურ რესურსს.

2020 წელი ციფრული რევოლუციის, ინოვაციების დანერგვისა და ვირტუალური კომუნიკაციების წელია, რომელმაც მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმებზეც იქონია გავლენა და ბევრად უფრო გაამარტივა იგი. მომხმარებელს საშუალება ეძლევა მობილური კამერის, ან ნებისმიერი QR წამკითხველის მეშვეობით (VIBER, WhatsApp), ელექტრონული მენიუს დასკანერება და მისივე სმარტფონში გადმომისამართება ისე, რომ არ დასჭირდეს აპლიკაციის ჩამოტვირთვა.

ეს სრულიად აღმოფხვრის შეკვეთის გაკეთებასთან დაკავშირირებულ შემაფერხებელ ფაქტორებს, როგორიცაა: ხანგრძლივი ლოდინი; ზედმეტი კონტაქტი და შეხება ზედაპირთან; და ნებისმიერი სხვა სახის დისკომფორტი.

ჩვენ დაძველებული სისტემის ბევრად უფრო მოსახერხებელი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ალტერნატივა ვართ.

QRHost საშუალებას იძლევა ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე მოემსახუროთ მომხმარებელს მის მიერ არჩეულ ენაზე და უწყვეტ რეჟიმში აკონტროლოთ და მართოთ შეკვეთების პროცესი.